გიორგი ვაშაძე: ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში
„დღეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი საქართველოს განვითარების და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ვაშაძემ. მან ამომრჩევლებს თხოვა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან ვაშაძის თქმით, დღევანდელი დღე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას შემდგომ ათლწეულებში.
წაიკითხეთ მეტი აქ
პრემიერ მინისტრი: ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა
„მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ, დასავლურ სახელმწიფოს; სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების და ღირსების ფასი..."
წაიკითხეთ მეტი აქ
საიას სადამკვირვებლო მისიამ დილის 10 საათამდე 10-ზე მეტი დარღვევა დააფიქსირა
ძირითადად დარღვევები უკავშირდება უბანზე დამკვირვებლის არ დაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრის გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.
წაიკითხეთ მეტი აქ
უწყების ცნობითვე, რამდენიმე უბანზე, მათ შორის, მარნეულში, მობილიზებულია პოლიცია, სადაც გარკვეულ ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. მიმდინარეობს სიტუაციის შესწავლა და დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოგვიანებით გააცნობს საზოგადოებას.