ვინ იქნებიან 2020 წლის პარლამენტში - მომავალი დეპუტატების სია
ცესკომ ხმების დათვლის პროცესი დაამთავრა, შესაბამისად უკვე ცნობილია პროპორციული წესით რომელი პარტია რამდენ დეპუტატს შეიყვანს. გარდა ამისა, 14 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებულიც.
პროპორციული წესით ყველაზე მეტი დეპუტატი პარლამენტში "ქართულ ოცნებას" ეყოლება. პარტიას 61 მანდატი აქვს. შემდეგ ადგილზეა "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" - 35 მანდატით, შემდეგ მოდიან "ევროპული საქართველო" (5 მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებელი“ (4 მანდატი), „ლელო“ (4 მანდატი), „პატრიოტთა ალიანსი“ (4 მანდატი), „გირჩი“ (4 მანდატი), „მოქალაქეები“ (2 მანდატი) და „ლეიბორისტული პარტია“ (1 მანდატი).
ცესკოს განცხადებით, "სამწუხაროა, რომ სხვადასხვა პირები მიზანმიმართულად და შეგნებულად აქვეყნებენ შემაჯამებელ ოქმებს, რომლებშიც დისბალანსი გამოწვეულია ობიექტური საფუძვლებით და არსებობის შემთხვევაში, მათ მიერ არ ხდება შესწორების ოქმების ან კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებების გამოქვეყნება".
ყველაზე მეტი დეპუტატი მოქმედ მმართველ პარტიას ეყოლება.
საქართველოში 31 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანი, პეტერ სტანო, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარდა „კონკურენტული“ არჩევნები, რომლის დროსაც „მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები“. 👇