კახა კალაძე: ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ ყოფილა
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ფულის დარიგების არც ერთ ფაქტს არ ჰქონია ადგილი:
„ჩვენი პოლიტიკური პარტიის მხრიდან ფულის დარიგების არც ერთი ფაქტი არ არსებობს ბუნებაში. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ეგეთი მტკიცებულება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მე და თქვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეგეთი მტკიცებულებები ძალიან მარტივად“, - განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ ამომრჩევლებისთვის ფულის დარიგების საკითხთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
13 საათის მონაცემებით, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა ხმების 30%-მდე მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ქართული ოცნებიდან“, გივი ჭიჭინაძემ - 52%-ზე მეტი.
რუსეთის ფედერაცის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდებოდა არჩევნები საქართველოში, ურთიერთობების გაუმჯობესების შანსი არ არსებობს. კოსაჩოვი გაუმჯობესების წინაპირობად ასახელებს ქართველი პოლიტიკოსების მიერ შეცდომების აღიარებას აფხაზების და ოსების მიმართ, რომლებსაც რუსეთის ორ ხალხად მოიხსენიებს.
ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმდჯომარემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საუბნო კომისიის წევრები გადაიღალნენ, რადგან ოთხი სხვადასხვა ბიულეტენით მიცემული ხმების დათვლა უწევდათ. 31 ოქტომბერს აჭარაში საქართველოს პარლამენტის არჩევნების გარდა პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.