Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები 2020 - განახლებადი ინფორმაცია

  • 2020 წლის 11 დეკემბერს პირველი სხდომა გამართა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტმა. სხდომათა დარბაზში მხოლოდ „ქართული ოცნებიდან“ არჩეული წევრები იყვნენ.
  • ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს - უარი მანდატებს!
  • ცესკომ გამოაქვეყნა პარტიების სია, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ.
  • ვინ მოხვდა 2020 წლის პარლამენტში

„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე არწასვლა და სახლში დარჩენა საუკუნოვანი დანაშაულის ტოლფასია და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

🗳 82 წლის ქალი ხმას თბილისში, 55-ე სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანში აძლევს.

ალეკო ელისაშვილმა საკუთარ თავს მისცა ხმა

„ეს „ქართული ოცნების“ ბოლო გაფართხალებაა და დღეს არ იქნება მარტივი დღე, რთული დღე გველის, ბრძოლა გველის და ყველა მზად ვართ, რომ ვიბრძოლოთ და შევცვალოთ. იმისთვის ვარ აქ, იმისთვის შემოვხაზე 24, რომ შევცვალოთ ეს ამბავი და 24 საათის მერე აბსოლუტურად სხვა საქართველოში ვიცხოვროთ - მრავალპარტიულ, დემოკრატიულ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნება“ თავის ირაკლი კობახიძესთან ერთად იქნება ოპოზიციაში და ეს იქნება კარგი“.

ნიკა მელია: უდრეკი ქართველი ერი მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს

„არჩევნების დღეს ხალხი საკუთარ ნებას ხორცს შეასხამს, რადგან ყელში ამოუვიდა ყველას ცინიზმი, რომ ყველაფერი კარგადაა“, - უთხრა მელიამ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ. მისი განცხადებით, პასუხი იქნება ღირსეული და მშვიდი და „უდრეკი ქართველი ერი მტკიცედ დაამარცხებს ოლიგარქს“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG