აშშ-ის ელჩის განცხადებით, არჩევნებზე ძალადობის და დაშინების ადგილი არ არის
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდა. როგორც ელჩი აცხადებს, საარჩევნო პროცესს საელჩოს 75 თანამშრომელი აკვირდება.
კელი დეგნანმა ამომრჩეველს ქართულად მიმართა და მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე მივიდნენ.
წაიკითხეთ ვრცლად აქ 👉 https://bit.ly/2HK1u0V
დავით ბაქრაძე: ხმა მივეცი ცვლილებებს
დავით ბაქრაძის თქმით, ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურობენ და იმედია, ასე გაგრძელდება, რადგან "ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი მათი ცხოვრების მომავალი ოთხი წლისთვის".
წაიკითხეთ მეტი აქ
ბადრი ჯაფარიძე: ხმა მივეცი ვარდნის შეჩერებას
ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩველებს მოუწოდა, ხმა მისცენ ქვეყნის და საკუთარი ოჯახების მომავალს და იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიძლიოს დღეს არსებული კრიზისი და გამოწვევები.
წაიკითხეთ მეტი აქ
საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.