Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არტისტერიუმი“ გზაზე - ქუთაისი

თანამედროვე ხელოვნების ყოველწლიური საერთაშორიო ფესტივალი „არტისტერიუმი“ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში გაიხსნა. 2008 წელს თბილისში დაფუძნებული ფესტივალი რეგიონებში ინაცვლებს."არტისტერიუმის" რეგიონალური ფორმატის პირველი ქალაქი ქუთაისია.

"არტისტერიუმი" საქართველოს რეგიონებში გადადის იმისთვის, რომ თბილისში დაგროვებული საერთაშორისო სახელოვნებო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაიტანოს, მოიზიდოს და დააინტერესოს ახალი მაყურებელი და ხელი შეუწყოს სახელოვნებო პროცესების დეცენტრალიზაციას საქართველოში.

„2019 წელს საქართველო დავით კაკაბაძის დაბადების 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ქართულ მოდერნიზმსა და თანამედროვე ხელოვნებაზე ქუთაისში გაკეთდეს, გამომდინარე მისი ისტორიული როლიდან საქართველოში მოდერნისტული აზროვნების შემოტანისა და დაფუძნებისთვის", - ნათქვამია ფესტივალის ანოტაციაში.

გამოფენაში მონაწილეობა ათმა ქართველმა და თერთმეტმა უცხოელმა მხატვარმა მიიღო

XS
SM
MD
LG