Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათას ერთი ღამე


რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს არაბული ზღაპრების გრანდიოზულ კრებულზე, რომელსაც მსოფლიო „ათას ერთი ღამის“ სახელით იცნობს.

ეს ე.წ. „ჩარჩოიანი“ ნაწარმოებია. „ჩარჩოში“ მოთხრობილია მეფეებისა და ძმების, შაჰრიარისა და შაჰზემანის ამბები. ძმებს ცოლებმა უღალატეს და მათ დახოცვა მოუწიათ. ამის შემდეგ შაჰრიარს ერთდღიანი ცოლები მოჰყავს და სისტემატურად ხოცავს მათ. ბოლოს ასეთ ეფემერულ ცოლად თავისივე ვაზირის ასული, შეჰერაზადე მოიყვანა. შეჰერაზადემ ცბიერ ტაქტიკას მიმართა, ქმარს ზღაპრებს უყვება და ყველაზე საინტერესო ადგილზე წყვეტს თხრობას, რომ სიკვდილს გადაურჩეს და მეორე დილით გააგრძელოს. ასე გაივლის ათასი ღამე, ამასობაში გაუჩნდება სამი ვაჟი…. ზღაპრებს შორისაა სახელგანთქმული „ალადინი და მისი ლამპარი“, „ალი-ბაბა და ორმოცი ყაჩაღი“, „სინბადის მოგზაურობა“ და სხვა მრავალი.

XS
SM
MD
LG