1968 წლის 21 აგვისტოს საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარები ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რათა ქვეყნის პოლიტიკური ლიბერალიზაცია - ე.წ. “პრაღის გაზაფხული” - შეეჩერებინათ. სპეცოპერაციაში სახელად „დუნაი“ ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დასაკავებლად დაახლოებით 500000-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ოკუპაციისას დაიჭრა 500 ჩეხოსლოვაკიელი და დაიღუპა 108. ამასთან, შეწყდა ალექსანდერ დუბჩეკის ლიბერალური პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება და კომუნისტურმა პარტიამ მეტი ძალაუფლება მოიპოვა.
ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციამ საფუძველი ჩაუყარა ბრეჟნევის დოქტრინის ჩამოყალიბებას. მოსკოვის თანახმად, ეს დოქტრინა საბჭოთა კავშირს უფლებას აძლევდა, სამხედრო ინტერვენცია განეხორციელებინა ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კომუნისტური მთავრობა საფრთხეში იმყოფებოდა. ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია 1991 წლამდე გაგრძელდა.
(ფოტოგალერეაში წარმოდგენილი ფოტოები მოგვაწოდა ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტომ, CTK-მ)
1968 წელს კომუნისტური ქვეყნების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის 45-ე წლისთავი

1
საბჭოთა ტანკები გარშემორტყმულია ჩეხოსლოვაკიელი დემონსტრანტებით, რომლებიც ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციას აპროტესტებენ ვაცლავის მოედანზე, პრაღაში. 1968 წლის 21 აგვისტო.

2
ცეცხლმოკიდებული საბჭოთა ტანკი, რომლის დაწვა სცადეს ჩეხმა დემონსტრანტებმა, რათა შეეჩერებინათ საბჭოთა ძალები ჩეხოსლოვაკიის რადიოს სათაო შენობასთან. პრაღა, 1968 წლის 21 აგვისტო.

3
საბჭოთა საოკუპაციო ტანკები ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტიის სათაო შენობასთან პრაღაში.

4
ახალგაზრდა ჩეხოსლოვაკიელი ქალები უყურებენ საბჭოთა ტანკებს, რომლებიც სახელმწიფო რადიოს შენობისკენ მიემართებიან პრაღაში.

5
განრისხებული ჩეხოსლოვაკიელები უპირისპირდებიან საბჭოთა ძალებს, მას შემდეგ, რაც მათ ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირე ჯარებთან ერთად დაიკავეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია 1968 წლის აგვისტოში.

6
საბჭოთა ჯარისკაცები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. ჩეხოლოვაკიელმა დემონსტრანტებმა საბჭოთა ტანკს ცეცხლი წაუკიდეს ჩეხოსლოვაკიური რადიოს სათაო შენობასთან, პრაღაში.

7
პრაღის მოსახლეები ქვებს ესვრიან საბჭოთა ტანკებს, რომლებიც პრაღაში შედიან.

8
ჩეხოსლოვაკიელი ქალი საბჭოთა ჯარისკაცებს ესაუბრება და ემოციურად აპროტესტებს ოკუპაციას.

9
ფოტოგრაფი სურათს უღებს საბჭოთა ტანკს ოკუპაციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. ვაცლავის მოედანი, პრაღა.

10
დამწვარი ავტობუსებისა და სატვირთო ავტომანქანების ნარჩენები, რომლებსაც საბჭოთა ტანკებმა გადაუარეს. დემონსტრანტები მანქანებს ბარიკადებად იყენებდნენ საბჭოთა ძალების შესაჩერებლად ჩეხოსლოვაკიური რადიოს სათაო ოფისის მახლობლად პრაღაში.