Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ონლაინ-რეპორტაჟი არჩევნებიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა საპარლამენტო არჩევნებიდან. ჩვენი კორესპონდენტები საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან გვატყობინებენ კენჭისყრის მსვლელობის შესახებ.

01:56 2.10.2012
დასრულდა არჩევნების მძიმე დღე, დასრულდა ჩვენი ონლაინ-რეპორტაჟიც, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტები მთელი საქართველოდან. რადიო თავისუფლების რედაქცია მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად ადევნებდით თვალს საარჩევნო ბატალიებს.
01:56 2.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საჩივრით მიმართავს ხაშურის 35-ე საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვს, ბათილად გამოცხადდეს კენჭისყრის შედეგები ხაშურის მე-3, მე-5, მე-10, მე-19, 45-ე და 46-ე უბნებზე, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეიჭრნენ სპეცდანიშნულების რაზმები და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. საია მოითხოვს, აგრეთვე, ბათილად იქნეს გამოცხადებული 26-ე უბნის შედეგები, რადგან ამ უბნიდან, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მტკიცებით, გამოაძევეს დამკვირვებლები. მანამდე კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხაშურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე სპეცრაზმი შეიჭრა. „ხაშურში მე-10 საარჩევნო უბაზე სპეცრაზმი შეიჭრა. მათ ყველა გასასვლელი კარი ჩაკეტეს და ხალხს გარეთ არ უშვებენ. ხაშურის მოსახლეობა მე-10 საარჩევნო უბანთან არის შეკრებილი და მათ შენობიდან ხალხის შემზარავი ხმები ესმით, ისინი გარეთ გამოშვებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
01:55 2.10.2012
ჩეხეთში, პრაღის 42-ე საარჩევნო უბანში, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოშია განთავსებული, დასრულდა ხმების დათვლის პროცედურა. რეგისრირებული 240 პირიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 93-მა. 68 ხმა მიიღო "ქართულმა ოცნებამ", 17 - ნაციონალურმა მოძრაობამ, 1 - ლეიბორისტულმა პარტიამ, 1 - სპორტსმენთა კავშირმა, 1 - "სამართლიანმა საქართველომ" და 1 - ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა. - იტყობინება კობა ლიკლიკაძე (რადიო თავისუფლება).
00:42 2.10.2012
საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში
საარჩევნო უბანი სოფელ დიდაჭარაში

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG