კვირას გორის რაიონის სოფელ ზარდიანთკარში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომის მოწვევის ინიციატორი ოსური მხარე იყო. რამდენიმე დღის წინ ქართველმა სამართალდამცავებმა ზარდიანთკარში ახალი საგუშაგოები გახსნეს და ეს მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სოფლიდან გასული დევნილების დაბრუნების წინაპირობად დაასახელეს, მაგრამ ოსურმა მხარემ ახალი საგუშაგოების გახსნასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. საგუშაგოების გახსნა ამ სოფელში მცხოვრებმა ოსი ეროვნების ადამიანებმაც გააპროტესტეს. ჯემალ ბესტაევის თქმით, საგუშაგოების მოულოდნელმა გახსნამ ხალხში პანიკა გამოიწვია, ამიტომ ზოგიერთი ოჯახიდან ბავშვები და მოხუცები გახიზნეს.
სოფელი ზარდიანთკარი შერეული სოფელია, სადაც ოსები და ქართველები წლების განმავლობაში ერთმანეთთან უპრობლემოდ თანაცხოვრობდნენ. აგვისტოს ომის დროს სოფლის ქართულმა მოსახლეობამ საკუთარი კერა დატოვა და ახლა ზარდიანთკარელები გორის საბავშვო ბაღებში ცხოვრობენ. მათ არც დევნილის სტატუსი მიანიჭეს, რადგან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირები არ არიან. ოსური მოსახლეობა კი სოფელში დარჩა.
2008 წელს, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ქართული პოლიციური საგუშაგო მეზობელ სოფელ მერეთთან განთავსდა, რუსული საგუშაგო კი - ოსურ სოფელ ხელჩუასთან. 4 წლის განმავლობაში ზარდიანთკარი უკონტროლო ზონად იქცა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ქართული მოსახლეობა ვერ ბრუნდებოდა. ახლა კი დევნილების უსაფრთხოდ დაბრუნების მოტივით ქართულმა მხარემ ახალი საგუშაგოები გახსნა.
შეხვედრიდან გამოსულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ სოფლის ოსურ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არა აქვს, რადგან აღნიშნული საგუშაგოები ყველას უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმაც გააკეთა. მისი აზრით, საგუშაგოების განთავსებით ქართულმა მხარემ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო და არ დაელოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრას. გაგლოითი აცხადებს, რომ მალე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და მხარეები კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელებენ.
უახლოეს მომავალში ქართულმა მხარემ ზარდიანთკარში დასაბრუნებელ პირთა სია უნდა მოამზადოს. ქართველი სამართალდამცავები სოფელში განთავსებული პოლიციური საგუშაგოების გაუქმებას არ აპირებენ და ოსურ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ახლა ქართული და რუსული საგუშაგოები ერთმანეთისგან სულ რაღაც 100 მეტრითაა დაშორებული.