“წითელი ზონა” გთავაზობთ გაგრძელებას გადაცემისა “ჯადოქრობა რელიგიის სახელით”, რომლის სტუმარი უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილი იყო. ამჯერად ის, გადაცემის წამყვანთან, გიორგი გვახარიასთან ერთად ისაუბრებს რელიგიური დოგმატებისა და მეცნიერების დაპირისპირებაზე, რელიგიისა და მეცნიერების განსხვავებულ და საერთო მიზნებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გამოიხატება რელიგიისა და მეცნიერების დაპირისპირება თანამედროვე ქართულ სინამდვილეში.