Accessibility links

ოლიმპიადა 2012
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა მეშვიდე ადგილზე გავიდა

ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა მეშვიდე ადგილზე გავიდა


ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოს ერთმა სპორტსმენმა იასპარეზა. ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა შესარჩევ შეჯიბრებაში მეექვსე შედეგით რვა საუკეთესოს შორის მოხვდა და ფინალში გავიდა.

საბოლოოდ 22 წლის გოლოვინა მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა კანადელმა როზანა მაკლენანმა. გერმანიის სახელით მოასპარეზე გამოცდილმა ქართველმა სპორტსმენმა, 39 წლის ანა დოღონაძემ მეათე ადგილი დაიკავა და ფინალში ვერ მოხვდა.

ლონდონიდან მოგვითხრობს ჩვენი სპეციალური კორესპონდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელიც "ქართულ სახლში" იმყოფება. იქ დღეს ქართული სათვისტომოსადმი მიძღვნილ დღეს აღნიშნავენ.
XS
SM
MD
LG