პროექტს ”განსაბჭოება” ქვია... მისი ავტორები, ჟურნალ ”ცხელი შოკოლადისა” და ”ლიბერალის” თანამშრომლები არიან. პროექტი დააფინანსა სოროსის ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველო“. სემინარების ციკლი უკვე ჩატარდა ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში. ”რადიო თავისუფლება” გასულ კვირას დაესწრო სემინარს ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც მოხსენებები წაიკითხეს მწერალმა და კრიტიკოსმა გიორგი კეკელიძემ, მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა, არქიტექტორმა ლევან ასაბაშვილმა. თავიდან ”ლიბერალის” ავტორმა, გიორგი ცხადაიამ, ასე ახსნა სემინარების ციკლის მნიშვნელობა:
”საბჭოთა წარსული იმიტომ ავირჩიეთ, რომ კარგად გავიაზროთ დღევანდელობა... ჩვენ ჩავთვალეთ, რომ წარსულსა და თანამედროვეობას შორის ამ კონტრასტით უკეთ გამოჩნდებოდა წარსულიც და თანამედროვეობაც”.
რა თქმა უნდა, უკეთ გამოჩნდებოდა. მაგალითად, სალომე ჯაშის ფილმის - ”ლიდერი ყოველთვის მართალია” - დასრულების შემდეგ (ეს ფილმი, რომლის შესახებ რადიო თავისუფლების სტუდიაში არაერთხელ უმსჯელიათ, სემინარის ორგანიზატორებმა სადისკუსიოდ აირჩიეს) რამდენიმე სტუდენტმა თქვა, დიახაც, ლიდერი ყოველთვის მართალიაო. 19-21 წლის სტუდენტებმა თქვეს ეს 2010 წლის საქართველოში, სადაც კერპთაყვანისმცემლობას და საზოგადოების, ასე ვთქვათ, ”ვერტიკალურ აგებას” თითქოს ბოლო უნდა მოღებოდა. უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოსოფოსმა გია მასალკინმა ასეთ აზრებს ”კატასტროფა” უწოდა - კატასტროფაა, როცა დღეს ახალგაზრდა კაცი ამას ამბობსო. თუმცა ბათუმში ჩატარებული სემინარით თუ ვიმსჯელებთ, ძალაუფლების მიმართ მოწიწება ასე ადვილად არ აღმოიფხვრება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ”განსაბჭოება” ვერ მოხდება, თუკი კულტურის შეფასებისას არ ვაღიარეთ ის, რასაც გავურბოდით, რაზეც არ გვინდოდა ფიქრი... მაგალითად, თუკი არ დავეთანხმეთ გიორგი კეკელიძეს, რომელმაც ქართული ლიტერატურის შეფასებისას გვითხრა, სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, ლიტერატორები ყველაზე კომპრომისულები არიანო. გიორგის თქმით:
”ვეფხისტყაოსნით” დავიწყოთ... წარმოვიდგინოთ, რომ მე ვარ პოეტი და მიხეილ სააკაშვილმა მიბრძანა დამეწერა ლექსი, დავუშვათ, ნიკა გილაურის საქებრად და მე შევქმენი გენიალური ლექსი. დაახლოებით ასეთი პოემაა ”ვეფხისტყაოსანი”...
გიორგი კეკელიძის თქმით, მეცხრამეტე საუკუნემ შეცვალა ლიტერატურის მიმართ ეს დამოკიდებულება. პოეტი იყო უკვე პროფესია, მაგრამ ის დგებოდა ქვეყნის სამსახურში. მეოცე საუკუნეში - მხოლოდ 20-იან წლებში - იქმნება პრეცედენტები (დადაისტები, ფუტურისტები), როცა ლიტერატურა ემიჯნება სახელმწიფოს... ”სამარცხვინოა სხვა პოეზია, გარდა პოეტისა”, - ამბობს ვალერიან გაფრინდაშვილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პერიოდი დიდხანს არ გაგრძელებულა.
გიორგი კეკელიძემ გაგვაცნო ქართული პერიოდული პრესიდან ამოკრეფილი ის მასალა, რომელიც მწერლისა და ხელისუფლების დამოკიდებულებას ასახავს. სტატიები - განსაკუთრებით გაზეთ ”ნორჩ ლენინელში” გამოქვეყნებული სტატიები - სასაცილოა და შემზარავი ერთდროულად...
”1936 წელს პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვები ქილიკობდნენ ირაკლი აბაშიძეზე და კალე ფედოსიშვილზე. ერთი კვირის შემდეგ ეს პოეტები ერთად მოხვდნენ და ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი პატარა სკამზე შეაყენეს და ამ ადამიანების ლექსები ზეპირად ათქმევინეს. გმირი, როგორც ასეთი, კლასიკური გაგებით ლიტერატორი, ამ პერიოდში არ არსებობდა. ყველა მათგანს ერთმანეთზე აქვს დაწერილი დამსმენი წერილი, ყველა ცდილობდა, რომ თავად გადარჩენილიყო, რაც ძალიან ბუნებრივია.. ალბათ, მეც ასე გავაკეთებდი”, - გვითხრა გიორგიმ.
გიორგი კეკელიძის თქმით, ამ წერილებში კარგად ჩანს, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი სიკვდილის შიშმა. ამიტომ განსაბჭოების, ანუ საბჭოთა მემკვიდრეობის გააზრებისა და მისგან განთავისუფლების, პროცესში მნიშვნელოვანია იმის გახსენებაც, რომ საბჭოთა კავშირის ისტორია განსხვავებულ პერიოდებს მოიცავს - ერთია, მაგალითად, ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება 30-იან წლებში და მეორეა მწერლისა და პოეტის კონფორმიზმი 60-იან, 70-იან წლებში, როცა მწერლისთვის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება დახვრეტით არ დასრულდებოდა.
სწორედ კონფორმიზმის თანამედროვე გაგებაზე ისაუბრა ბათუმში მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა, რომლის თქმით, კონფორმიზმს, როგორც წესი, თავად კულტურა უწყობს ხოლმე ხელს, და ეს განსაკუთრებით იგრძნობა ქვეყნის განვითარების გარდამავალ ეტაპებზე, როცა საზოგადოებას - მათ შორის, ხელოვანებს - უჭირს სიახლის გათავისება. გიორგი კევლიშვილის თქმით:
”განახლებისთვის, შემოქმედებითი პროცესისთვის კულტურა გბოჭავს. მამარდაშვილი ამბობდა, რომ აზრი არის ის, რასაც ჯიბეში ვერ ჩაიდებ. კულტურას ”ჯიბეში ჩაიდებ” და ყოველ წუთას შეგიძლია ამოიღო. კულტურა არის ის, რაც კარგად ვიცით, რასაც ბრმად შეიძლება მივდიოთ”.
შემოქმედება და კულტურა, გიორგი კევლიშვილის თქმით, ანტაგონისტური ცნებებია, ისევე როგორც აზროვნება და ცოდნა. ცოდნა მოპოვებულია, აზროვნების მიზანი კი არის დაუპირისპირდეს არსებულ ცოდნას. განათლების იმ სისტემაში, რომელიც საქართველოში შეიქმნა, აზროვნების პროცესის გაძლიერებას ნაკლები ყურადღება ექცევა.
პედაგოგის ფუნქციაა ისე გარდაქმნას ახალგაზრდის გონება, რომ ის ვეღარ გამოიყენონ ძალაუფლების ინსტიტუტებმა, - აღნიშნა მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა. ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ ”განსაბჭოების” სემინარებზე ჩვენ ოდნავ განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდით: რამდენიმე სტუდენტმა თქვა, ”ლიდერი ყოველთვის მართალიაო”, მათი პედაგოგი კი აღაშფოთა მორჩილებისა და ბრმა მოწიწების ასეთმა აღიარებამ. როგორც ჩანს, პედაგოგებს, რომლებმაც უკეთ იციან, რა არის საბჭოთა კავშირი და საბჭოთა მემკვიდრეობა, უკეთ, ვიდრე ახალგაზრდებმა, მომავალში კიდევ დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ. არ არის გამორიცხული, სწორედ ამ ხალხმა გააგრძელოს ”ცხელი შოკოლადის” პროექტი ”განსაბჭოება”.