Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: თენგიზ ფხალაძე


18 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. მან ისაუბრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - რა არჩევანის წინაშე დგას დღეს უკრაინა? ფხალაძემ ისაუბრა პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხეზე. მისი აზრით, ”უკრაინა აკეთებს არჩევანს მომავალსა და წარსულს შორის”. ფხალაძე თვლის, რომ ყველაზე დიდი ამოცანა დღეს არის ის თუ რამდენად შეძლებენ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებას და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG