გამოფენაზე მოწყობილ 52 სტენდზე წარმოდგენილია 70 სხვადასხვა ორგანიზაციის პროდუქცია: ღვინო, შამპანური, კონიაკი, ვისკი, არაყი, ბოთლის საცობები, შესაფუთი მასალა, ეტიკეტები და ღვინის წარმოებისთვის საჭირო სხვა მასალები. ”ვინექსპო ჯორჯია 2007”-ში, საქართველოს ღვინისა და სპირტის მწარმოებელთა გარდა, მონაწილეობენ: საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, იტალიის, მოლდავეთის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიებიც.
[ისმის მუსიკა]
მეცხრამეტე საუკუნის ქალაქური მუსიკა, მეცხრამეტე საუკუნის თბილისური სახლის ინტერიერი და მეცხრამეტე საუკუნის ევროპულ კოსტიუმებში გამოწყობილი ახალგაზრდები უკვე საკმაოდ ცნობილი ქართული ბრენდის, ”თელიანი ველის”, ღვინოებს წარმოადგენენ.
[გიორგი ხუციშვილის ხმა] ”აი, ნახეთ. მეცხრამეტე საუკუნის ქართული სახლი მოვაწყვეთ - ისეთი, რომ სიძველესთან არის... ეს ღვინო ძველია, მაგრამ რაღაც თანამედროვეობის შტრიხებიც შემოვიტანეთ...” (სტილი დაცულია)
ეს არის გიორგი ხუციშვილი, ”თელიანი ველის” წარმომადგენელი. მისი კომპანიის გვერდით ასევე შთამბეჭდავი სტენდი აქვს მოწყობილი საქართველო-იტალიის ერთობლივ კომპანია ”ბადაგონს”. ამ ცნობილი სახელების გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილია ბევრი უცნობი, მაგრამ საინტერესო კომპანია - მაგალითად, საკონსულტაციო ორგანიზაცია ”ელკანა”, რომელიც სხვადასხვა ოჯახურ ღვინოებს ეხმარება ბაზარზე დამკვიდრებაში.
[გიორგი ბარისაშვილის ხმა] ”ჩვენ გვაქვს სამი სახის საფერავი და ორი რქაწითელი...”
[ქალის ხმა] ”...ძალიან სასიამოვნო გემოა და არის ოჯახური. როგორც ამიხსნეს, ქიმიურად გადამუშავებული არ არის. მე ეს უფრო მხიბლავს, რაც გავსინჯე.”
ამ ქალბატონის გარდა, სხვადასხვა ნაკლებად ცნობილი კომპანიების ღვინის პროდუქციის დაჭაშნიკებით კმაყოფილებას ვერც პროფესიონალები მალავდნენ:
[ღვინის ტექნოლოგის ხმა] ”ვაკვირდები, რომ ღვინო დიდხანს უნდა გაჩერდეს შუშის კედელზე... როგორი თვისებაც უნდა გააჩნდეს საფერავს, ისეთი თვისებები აქვს...” (სტილი დაცულია)
ასეთი შეფასება რამდენიმე თვის წინ შექმნილმა საქარმომ, ”ქართული ღვინის ოჯახმა”, დაიმსახურა. სხვადასხვა მარკის წითელი ღვინის გარდა, ”ვინექსპო ჯორჯია 2007”-ის გამოფენაზე უხვად იყო წარმოდგენილი თეთრი ღვინოებიც. მათ შორის ყველაზე მეტი ინტერესი - ქალბატონების მხრიდანაც კი - კომპანია ”ვაინ მენის”, ანუ ”ღვინის კაცის”, თეთრმა ღვინომ დაიმსახურა:
[ქალბატონის ხმა] ”’წინანდალი’ მომეწონა ძალიან, ბუკეტი აქვს არაჩვეულებრივი და გემოშიც ძალიან მაგარია.” (სტილი დაცულია)
ღვინოების გარდა, დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი სარაჯიშვილის კონიაკის კოლექციამ და სხვადასხვა დასახელების უცხოურმა ბრენდებმაც აღძრა. უყურადღებობა არც შესაფუთი მასალებისა და ეტიკეტის მწარმოებლებს უგრძვნიათ. ერთ-ერთი კომპანიის, ”კახეთის”, ნაწარმმა სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილიც კი ხუმრობის გუნებაზე დააყენა. თუ რა იყო ამის მიზეზი, კომპანიის ხელმძღვანელის ნუგზარ რობიტაშვილისგან გაიგებთ:
[ნუგზარ რობიტაშვილის ხმა] ”ონიშჩენკომ თქვა, ქართველმა მეღვინეებმა ”პამიატნიკი” უნდა დამიდგანო და ჩვენც გავუკეთეთ ეს...”
ნუგზარ რობიტაშვილმა გენადი ონიშჩენკოს ღვინის ბოთლების პოლიგრაფიულად გაფორმებული ყუთი მიუძღვნა. ონიშჩენკოს ერთი წლის წინანდელ ნაბიჯს, რასაც ქართული ღვინისთვის რუსეთის ბაზრის ჩაკეტვა მოჰყვა შედეგად, ღვინის გამოფენაზე ბევრი აღარც კი იხსენებდა.
[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”...
მიუხედავად ამ წარმატებისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ შედეგებზე მოგვიანებით, შემოდგომაზე, ილაპარაკებს, როდესაც გამოჩნდება, როგორია ღვინის კომპანიების მოთხოვნილება ყურძენზე და ცნობილი გახდება ისიც, საჭიროა თუ არა სახელმწიფოს მიერ ყურძნის მოსავლის შესყიდვა ქვეყანაში მევენახეობის გადასარჩენად.