აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კით კელოგი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაღალი დონის მოლაპარაკებებს ჩამოაშორეს, რუსეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით, ინფორმაციას NBC News აშშ-ის ადმინისტრაციასა და რუს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ამ კვირაში მეორედ დაესხნენ თავს დრონებით, ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაუხანგრძლივა რუსეთის ენერგო გადახდებზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში არსებული გამონაკლისის ვადა, რომელიც გარკვეულ ბანკებს შეეხებოდა - ეროვნულ კლირინგ ცენტრსა და ცენტრალურ ბანკს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას, 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მისი შეფასებით პუტინისგან მოისმინა „ძალიან მოსალოდნელი და მანიპულაციური სიტყვები“.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. ინფორმაცია ვრცელდება უნივერსიტეტის ფეისბუკგვერდზე.
ჩამოტვირთე მეტი