რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა, 8 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს 16 იანვარს ეწვევა, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი - 17 იანვარს. სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
მასშტაბური ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“.
შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა ალ-ტანიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელი და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. კატარი, ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას ასრულებს.
შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, - რომელიც 20 იანვრიდან ჩაანაცვლებს ენტონი ბლინკენს, - აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისათვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიები.
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამბობს, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები აგრძელებენ აბუ-დაბიში 13 იანვარს მომხდარის შესწავლას. სავარაუდოდ, ინციდენტში მონაწილე პირები კვლავ აბუ-დაბის პოლიციაში რჩებიან.
ევროკომისიის სპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერი, ეხმაურება ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მომხდარ ინციდენტს და "შოკისმომგვრელს" უწოდებს ყოფილ პრემიერზე, ოპოზიციონერ გიორგი გახარიაზე "ბრუტალურ თავდასხმას".
ჩამოტვირთე მეტი