ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული ერთ-ერთი აქციის მონაწილე მათე დევიძე, რომელიც პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის შუამდგომლობა.
აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სასტუმრო „შერატონს“, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას სცემეს, კადრების გადაცემას სთხოვს. ის ასევე აცხადებს, რომ გახარიაზე „ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს“.
პროევროპული აქციების მონაწილეები, რომლებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მათი სამართალდარღვევის შესახებ მასალებს სასამართლოში გზავნიან. ეს ნიშნავს, რომ პოლიცია ითხოვს მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა, 8 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს 16 იანვარს ეწვევა, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი - 17 იანვარს. სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
მასშტაბური ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“.
შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი, 82 წლის ჯო ბაიდენი, უფლებამოსილების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, 15 იანვარს, ამერიკელებს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართვით გამოემშვიდობა.
კატარის პრემიერ-მინისტრმა ალ-ტანიმ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ისრაელი და პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. კატარი, ეგვიპტესა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას ასრულებს.
შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, - რომელიც 20 იანვრიდან ჩაანაცვლებს ენტონი ბლინკენს, - აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისათვის პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ დეზინფორმაცია, არამედ შეთქმულების თეორიები.
ჩამოტვირთე მეტი