საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE-ს) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები 16 იანვარს სახლში ეწვივნენ ექსპრემიერ გიორგი გახარიას, რომელსაც, მისი პარტიის თქმით, 14 იანვარს, გვიან ღამით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ჯგუფურად თავს დაესხნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დღეს, 16 იანვარს, პატიმრობაში დატოვა ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილე ანატოლი გიგაური. ის პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნისთვის დააკავეს და ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართული ერთ-ერთი აქციის მონაწილე მათე დევიძე, რომელიც პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობაში დატოვა. ამით თბილისის საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის შუამდგომლობა.
აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, - რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.
პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“, ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სასტუმრო „შერატონს“, სადაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას სცემეს, კადრების გადაცემას სთხოვს. ის ასევე აცხადებს, რომ გახარიაზე „ორგანიზებული თავდასხმის შემდეგ, „ოცნება“ მალავს თავდამსხმელებს“.
პროევროპული აქციების მონაწილეები, რომლებიც ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მათი სამართალდარღვევის შესახებ მასალებს სასამართლოში გზავნიან. ეს ნიშნავს, რომ პოლიცია ითხოვს მათ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და მისმა დემოკრატმა კოლეგამ, სტივ კოენმა, 8 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატას წარუდგინეს კანონპროექტი, რომლის მიზანია "ქართული ოცნების" ხელისუფლების არაღიარება.
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში შეტანილი წინადადებით ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანს 16 იანვარს ეწვევა, მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე კი - 17 იანვარს. სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
მასშტაბური ხანძარია რუსეთის ვორონეჟის ოლქის ლისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე. ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია რამდენიმე უკრაინული დრონის „ჩამოვარდნამ“.
ჩამოტვირთე მეტი