შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაახალწლო და მომდევნო დღეებში - 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით - აქციის დროს მსვლელობის გამართვას ზღუდავს. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია აქციის გასამართი ადგილისა და ფორმის შესახებ მითითებები.
დედაქალაქის მერიას 12 დეკემბერს მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება 124 044 ლარი დაუჯდა. ღონისძიება, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე 23 წუთის განმავლობაში იმართებოდა, შპს „ვანილა ივენთის“ ორგანიზებული იყო.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ათობით სამიზნე დაბომბეს სირიაში, პალმირაში. ეს არის პასუხი გასულ კვირაში სირიულ-ამერიკულ პატრულზე ჯიჰადისტების თავდასხმაზე.
ოქტომბერში ძალადობის შემდეგ გარდაცვლილი, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. როგორც პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, მათ ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას.
დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2026 წლის საახალწლო ღონისძიებებში 8,2 მილიონი ლარი იხარჯება. ამ თანხაში გათვალისწინებულია საახალწლო სოფლის მოწყობა, ყინულის მოედნის მონტაჟი და ასევე კონცერტები.
შეერთებულ შტატებში კიევისა და ვაშინგტონის დელეგაციებს შორის გაიმართა სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი.
საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 44 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.
„მედიის განვითარების ფონდმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც აანალიზებს ქართულ საინფორმაციო გარემოს უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის (FIMI) მზარდი რისკის კონტექსტში.
19 დეკემბრის საღამოს რუსეთის არმიამ ოდესის ოლქის პორტის ინფრასტრუქტურაზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმა განახორციელა. დაიღუპა რვა ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 30-მდეა. ეს ინფორმაცია ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა.
ჩამოტვირთე მეტი