წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა თორდია, რომელიც 6 აპრილს, მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელის დაუმორჩილებლობის ბრალდებით.
თბილისის სხვადასხვა რესტორანსა და სასტუმროში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს ინსტაგრამზე რუსი ტელეწამყვანი, უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი ომის მხარდამჭერი და ორგანიზაცია PUTIN TEAM-ის წევრი ქსენია ბოროდინა.
გამოცემა ინდიგო ავრცელებს ინფორმაციას თავისი ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავების შესახებ.
აშშ-ში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის, მილიარდერის ილონ მასკის წინააღმდეგ. ეს არის ყველაზე დიდი საპროტესტო ტალღა ტრამპის მეორე ვადის შემდეგ.
ბრიტანული ავტომწარმოებელი Land Rover-ი ერთი თვით აჩერებს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკუთარი პროდუქციის მიწოდებას - გადაწყვეტილების მიზეზი დონალდ ტრამპის მიერ 3 აპრილს გამოცხადებული ახალი ტარიფებია, რომელმაც მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია საფონდო ბირჟებზე.
მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა პროკურატურის სარჩელი კომპანია "როსნანოს" საქმეზე და დააყადაღა სახელმწიფო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანატოლი ჩუბაისისა და კიდევ შვიდი ადამიანის, კუთვნილი 5,6 მილიარდი რუბლის ოდენობის ქონება და სახსრები.
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მასირებული იერიშების გამო პოლონეთმა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სახმელეთო, საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური დაზვერვა, – ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
ვატო შაქარაშვილი, პარტია ქართული ოცნების ყოფილი წევრი და თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ახალგაზრდებს, ვინც ქუჩაში მის მიმართ დამოკიდებულება ვერბალურად გამოხატა.
6 აპრილის გამთენიისას რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა ბალისტიკური რაკეტებით. აფეთქებები ქალაქის რამდენიმე რაიონში მოხდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უშიშროების სამსახურს დაავალა გამოიძიოს ბუნებრივი რესურსების თაობაზე შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული შეთანხმების უახლესი პროექტის გაჟონვა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარაშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, გიორგი მამნიაშვილს თავს დასხა. შემთხვევა დღეს, 5 აპრილს მოხდა თბილისის ცენტრში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ქაშვეთის ეკლესიასთან.
ციმბირში რამდენიმე რეგიონს ქარიშხალი დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა ხანძრები გააძლიერა და ცეცხლი სახლებსაც მოედო. ქარის სისწრაფე წამში 30 მეტრს აღწევს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უამინდობა კვირის ჩათვლით გაგრძელდება.
ჩამოტვირთე მეტი