ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა უარყვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინადადება, უკრაინაში „საერთაშორისო მმართველობა“ დამყარდეს და ახალი არჩევნები ჩატარდეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დღეს საღამოს, 28 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით, ეროვნულ მუზეუმთან ძალის გამოყენებით კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპის „ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ შედეგიანი ვერ არის“.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები, რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები აცხადებენ, რომ მზად არიან, ერთად იმუშაონ, რათა წინ წასწიონ კანონპროექტი.
თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ ორი ახალგაზრდა ქალი დააკავა. ისინი ტროტუარზე იდგნენ და აპროტესტებდნენ მუშაობას პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც ცდილობს, 2008 წლის აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების ბრალეულობა დაადგინოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ქართული ვალუტის - ლარის - 30 წლის იუბილეს აღნიშვნას. ამისთვის 771 ათასი ლარი დაიხარჯება - ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე გაფორმდება.
საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციებისას ასობით ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკამერების წინ. მიყენებული დაზიანებების გამო დემონსტრანტების ნაწილი ჯერ კლინიკებში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასამართლომ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი