დღეს, 2025 წლის 1 აპრილს ევროკომისიის წინაშე წარდგა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მნიშვნელობასა და აშშ-ის მიერ დაფინანსების შეწყვეტის ფონზე, ევროკავშირის მხრიდან მისი დახმარების საჭიროებაზე ისაუბრა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, სამშაბათს კიევში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაჭიანურებაში დაადანაშაულა.
"კავკაზ.რეალიის" ცნობით, ჩეჩნეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორად ადამ კადიროვის დანიშვნა 31 მარტს გამართულ შეხვედრაზე გამოცხადდა.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი შეხვდა. ინფორმაციას, რომელსაც თან ერთვის შეხვედრის ამსახველი ფოტო, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მარტში რუსულმა ჯარებმა მოახერხეს უკრაინის ტერიტორიის 133 კვადრატული კილომეტრის დაკავება.
ამერიკული ჟურნალის, „ფორბსის“ (Forbes) მილიარდერების ინდექსში, 2025 წლის 1 აპრილს განახლებული ცნობების თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ქონება წინა წლის $4,9 მილიარდიდან $2,7 მილიარდამდეა შემცირებული.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, რომლის თქმითაც, 29 მარტს, დაკავებისას, დამამცირებელი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ ახლა „ქართული ოცნების“ „პროპაგანდისტული არხების“ წარმომადგენლები ეკითხებიან, რატომ არ ითხოვს კადრების გასაჯაროებას.
პარტია „ძლიერი საქართველოს“/„ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა - მას 1-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ჩამოტვირთე მეტი