Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველები პრაღის კვადრიენალეზე


ნინო გუნია-კუზნეცოვა (მარცხნივ) და თამარ ბოკუჩავა.
ნინო გუნია-კუზნეცოვა (მარცხნივ) და თამარ ბოკუჩავა.

პრაღა, სადაც ჩვენი რადიოს შტაბბინა მდებარეობს, 18-დან 28 ივნისამდე მასპინძლობს პრაღის კვადრიენალეს - ფესტივალს, რომელიც 1967 წლიდან იმართება და თავისი მნიშვნელობისა და ოთხწლიანი ციკლის გამო ერთგვარ ოლიმპიადად არის მიჩნეული სცენოგრაფიის დარგში მოღვაწეებისათვის მთელ მსოფლიოში. წარსულში მასში ისეთ ხელოვანებს აქვთ მიღებული მონაწილეობა, როგორიც არიან სალვადორ დალი, ოსკარ ნიმაიერი, ტადეუშ კანტორი, რენცო პიანო... მოკლედ, ეს არის სცენოგრაფიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი და ქართველ ხელოვანებს მასში უკვე არაერთხელ მიუღიათ მონაწილეობა, რაც, რასაკვირველია, სასიხარულოა. ქართველები წელსაც მონაწილეობენ კვადრიენალეში. ფესტივალის დაწყებამდე ჩვენ რადიო თავისუფლების "მეათე სტუდიაში" მოვიწვიეთ საქართველოს დელეგაციის ორი წევრი: საქართველოს ეროვნული პავილიონის კურატორი ნინო გუნია-კუზნეცოვა და კონცეფციის ავტორი, თანაკურატორი თამარ ბოკუჩავა. ჯერ ნინო გუნია-კუზნეცოვას მივმართე შეკითხვით - ვთხოვე შეექმნა ჩვენთვის ზოგადი წარმოდგენა ქართულ გამოფენაზე, მის კონცეფციაზე.

ქართველები პრაღის კვადრიენალეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:18:50 0:00
გადმოწერა

XS
SM
MD
LG