სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 8 ივნისს დილის ათი საათისთვის გამოცხადებული წინასწარი შედეგებით, რომლებიც ყველა, 2005-ვე საარჩევნო უბნის მონაცემებს ეფუძნება:
- პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ 49,81% აქვს(61 ადგილი)
- 23,29%-ით მეორე ადგილზეა მილიარდერი სამველ კარაპეტიანის პრორუსული ბლოკი „ძლიერი სომხეთი“(28 ადგილი).
- 9,94% აქვს ბლოკს „სომხეთი“, რომლის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანია(11 ადგილი).
- ხმების 4% მიიღო პრორუსული პოზიციის პარტიამ „აყვავებული სომხეთი“(5 ადგილი).
უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 53 დეპუტატია საჭირო, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის - 70.
სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს(4% პარტიებისთვის და 8-10% ბლოკებისთვის მათი წევრი პარტიების რაოდენობის მიხედვით).
7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში 16 პარტია და 2 ბლოკი მონაწილეობდა.
ამომრჩეველთა აქტივობა 58,97% იყო.
ფორუმი