Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა დრონით დაარტყა ბირთვული საწვავის შესანახ ობიექტს

ხანძარი ჩერნობილის ელექროსადგურის ზონაში. 8 მაისი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
ხანძარი ჩერნობილის ელექროსადგურის ზონაში. 8 მაისი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

Reuters-ის სააგენტო ავრცელებს ცნობას, უკრაინის ოფიციალური პირების 7 ივნისის განცხადების თანახმად, რომ რუსულმა დროით უკრაინის ჩერნობილის ელექტროსადგურთან ახლოს ბირთვული საწვავის შესანახ ობიექტზე თავდასხმა იყო.

კიევის გენერალური შტაბი და სახელმწიფო ატომური სააგენტო თავიანთ განცხადებებში იტყობინებიან, რომ რადიაციის დონე სტაბილური დარჩა და დაშავებულები არ არიან.

6 ივნისის ღამეს რუსეთის არმიამ უკრაინაზე იერიში მიიტანა 272 დრონით - იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. ჩამოგდებულია 249 უპილოტო საფრენი აპარატი, დრონები სამიზნეებს 11 ადგილას მოხვდა, კიდევ 13 ადგილას დრონების ნამტვრევები ჩამოვარდა.

ივნისის დასაწყისში ზაპოროჟიეს აესის რაიონში დროებითი ზავი ამოქმედდა სარემონტო სამუშაოების გამო. ზავის მიღწევა მოხერხდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, უკანასკნელი კვირების განმავლობაში ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა რამდენჯერმე დაკარგა წვდომა ამ ხაზზე, რის გამოც იძულებული ხდებოდნენ, საავარიო გენერატორები გამოეყენებინათ. ეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის მეექვსე შემთხვევაა 2025 წლის შემდეგ.

ზავი 5 ივნისს დილის 6 საათზე ამოქმედდა და, როგორც ვარაუდობენ, 23 ივნისამდე გაგრძელდება, განაცხადა სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩოვმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები მარტის ბოლოდან მიმდინარეობდა.

უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, რუსეთის მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან. სადგურს რუსეთის მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG