ახალი შს მინისტრი
იცვლება შინაგან საქმეთა მინისტრი - გელა (გეკა) გელაძეს შეცვლის სულხან თამაზაშვილი, რომელიც აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა.
სუსის ახალი უფროსი
შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი გელა გელაძე დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს.
სუსის უფროსი აღარ იქნება მამუკა მდინარაძე.
ახალი თანამდებობა მდინარაძეს
მამუკა მდინარაძე ინიშნება ვიცე-პრემიერად.
ამასთან, მთავრობის სტრუქტურას ემატება ახალი პოზიცია: „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი“.
ამ თანამდებობასაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომლითაც მთავრობაში ახალი თანამდებობა შეიქმნება, კობახიძის თქმით, პარლამენტს ხვალამდე წარუდგენენ:
„მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს კანონპროექტი მიიღოს მომავალ სასესიო კვირაში დაჩქარებული წესით... მინდა, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადავუხადო სუსის ხელმძღვანელის პოზიციაზე ძალიან წარმატებული საქმიანობისთვის“.
- ვიცე-პრემიერის თანამდებობას დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ამით მთავრობაში სამი ვიცე-პრემიერი (ირაკლი ჩიქოვანი, მამუკა მდინარაძე და მაკა ბოჭორიშვილი) იქნება.
- გელა (გეკა) გელაძე შს მინისტრად 2025 წლის 28 მაისს დაინიშნა; წინა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საზოგადოებას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა.
- სულხან თამაზაშვილმა კი 2025 წლის 5 აპრილს დაინიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ - მან თორნიკე რიჟვაძე ჩაანაცვლა.
- მამუკა მდინარაძე სუსის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბრიდან მუშაობს. მან ანრი ოხანაშვილი შეცვალა, რომლის წინამორბედიც (გრიგოლ ლილუაშვილი) პატიმრობაშია.
ფორუმი