თავდაპირველად, 2026 წლის 15 აპრილს, მისიის გაგზავნის წინადადებას მხარი დაუჭირეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ. ამით მათ გზა გაუხსნეს საბოლოო გადაწყვეტილებას.
საბოლოო გადაწყვეტილება კი სამშაბათს, 21 აპრილს, საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე მიიღეს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
ინფორმაციას რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ავრცელებს.
- ეს ევროკავშირის მიერ სომხეთის დასახმარებლად გამოყოფილი მეორე მისიაა;
- 2026 წლის მარტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას;
- აღნიშნული მისიაც ითვალისწინებს, ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში - მეტწილად, რუსეთის კონტექსტში.
ფორუმი