Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს


მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში - საილუსტრაციო ფოტო
მთავარი პროკურატურის შენობა თბილისში - საილუსტრაციო ფოტო

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბათუმში, სავაჭრო ცენტრში ტერორიზმზე ცრუ შეტყობინების საქმეზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ 2024 წლის წლის 6 მაისს ბრალდებულმა ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გაავრცელა.

შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

უწყებაში ამბობენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG