Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გამოკითხვა: ადამიანების დიდ უმრავლესობას სურს მეტი მოქმედება კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ

მცენარე მანგრო კანკუნში, ზღვის პირას - მექსიკის კარიბის სანაპირო. 2010 წელი. ქალაქის დაარსებიდან 40 წელიწადში უზარმაზარ ტერიტორიაზე განადგურდა მანგროს ტყეები და პროცესი გრძელდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მანგროს ტყეებს კლიმატის ცვლილების შეჩერების საქმეში დახმარება შეუძლიათ.

გაერომ კლიმატის ცვლილების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოსარკვევად მასშტაბური გამოკითხვა ჩაატარა.

მსოფლიოს 77 ქვეყანაში გამოჰკითხეს 75 ათასი ადამიანი. მონაწილეთა 80%-ზე მეტი ამბობს, რომ მთავრობებისგან მეტის გაკეთებას მოელის კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გაეროს განვითარების პროგრამის, UNDP-ის, მმართველის, ახიმ შტაინერის თქმით, ეს არის ცხადი სიგნალი. გამოკითხულთა 56% ამბობს, რომ სისტემატურად, სულ მცირე, კვირაში ერთხელ ან დღეში ერთხელაც კი ფიქრობს გლობალურ დათბობაზე.

კლიმატის დაცვის მოთხოვნა უფრო აშკარაა ღარიბ ქვეყნებში, მაგრამ ის ასევე მაღალია “დიდი ოცეულის” და სათბური გაზის უდიდეს მწარმოებელ ჩინეთსა და აშშ-შიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG