Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია უჩა აბაშიძის ცოლი


მარიამ იაშვილი
მარიამ იაშვილი

სამართალდამცავებმა დააკავეს სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი.

სამართალდამცავებმა დააკავეს სამხედრო ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი.

ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, მისი თქმით, მარიამ იაშვილი სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ სამსახურში დააკავეს და გადაიყვანეს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში, აეროპორტის გზაზე.

ადვოკატებისთვის, ამ დროისთვის, უცნობია, რას ედავება გამოძიება მარიამ იაშვილს.

მარიამ იაშვილის ქმარი, უჩა აბაშიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს.

შსს-ს ოფიციალური განცხადებიდან ცნობილია, რომ უჩა აბაშიძის დაკავების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის:

  • 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით - შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე, რაც გულისხმობს „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას“ - დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე.
  • 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს - დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს თბილისსა და ბათუმში. და რომ თბილისში, აბაშიძის ქუჩის #22-ში მდებარე ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს „უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა“.

ბრალის წარდგენას უჩა აბაშიძე ამ წუთებში წინასწარი დაკავების საკანში ელის, სადაც უკვე მისულები არიან მისი ადვოკატები.

14 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ბრიფინგს გამართავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG