Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლანდსბერგისი: განადგურებული ვარ... ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავ


გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და წერს, რომ „გულგატეხილია საქართველოს მომავლის ივანიშვილისეული ხედვით" და აქვს შეგრძნება, რომ "მეგობარს კარგავს".

ლანდსბერგისმა ერთმანეთის მიყოლებით სამი განცხადება გაავრცელა. ის წერს, რომ „შეძრწუნებულია, როცა ხედავს, როგორ უზღუდავენ ქართველებს თავისუფლებას ისინი, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინია".

...მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართველები, ისევე როგორც ლიეტუველები, მარადიულად თავისუფლები არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება.

ჩვენ მხარს ვუჭერდით ქართველებს თქვენი ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილობის მომენტიდან. ლიეტუველები გულშემატკივრობდნენ თქვენს გამარჯვებას, ჩვენ ვიდექით მხარ და მხარ, როცა რუსეთი თავს დაგესხათ, ჩვენ ვტიროდით თქვენი როგორც ადამიანური, ასევე მიწის დაკარგვის გამო.

გულგატეხილი ვარ საქართველოს მომავლის შესახებ ივანიშვილის ხედვის მოსმენით. განადგურებული ვარ ურთიერთობის მოულოდნელი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

სპეციალური დანიშნულების რაზმმა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის დაშლა წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით შუაღამის 12:00-დან დაიწყო. იქამდე პარლამენტის მიმდებარე ქუჩები გაათავისუფლა წიწაკის სპრეისა და ძალადობის გამოყენებით. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტის შენობის დატოვება დასჭირდათ, სასესიო სხდომის დასრულების შემდეგ.

რადიო თავისუფლებამ დააფიქსირა ორი შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ნიღბიანი პირი აქციის ორ სხვადასხვა მონაწილეს სახეში ძლიერად ურტამს მუშტს. არიან დაკავებულები, მათ ზუსტ რაოდენობას შსს-ში ჯერ არ აზუსტებენ. სახალხო დამცველი ამბობს, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და მისი დაშლის ლეგიტიმური საფუძვლები არ არსებობდა. სპეციალური ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ უკანონო უწოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG