Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ცხინვალის რეგიონზე: არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს არ მიეცა საშუალება კორონავირუსის პანდემიის დროს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს დახმარებოდა. ამის შესახებ მან Financial Times-თან ისაუბრა.

"ჩვენ არ მოგვეცა საშუალება გვერდში დავდგომოდით მათ იმდენად რამდენადაც შეგვეძლო... პირიქით, სეპარატისტული ხელისუფლება უფრო დაიძაბა ურთიერთობებში და სურვილი გაუჩნდა ყველაფრის გაკონტროლების. რუსეთის მხრიდანაც არ გვინახავს რაიმე სახის განვითარება: ჩვენ ვერ ვნახეთ გამჭვირვალობა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის თვალსაზრისით", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 37 შემთხვევა დადასტურდა. მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის და შესაბამისად, მკურნალობის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG