გასულ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველაზე მეტის პირის მიმართ ქურდობისთვის, ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულისთვის დაიწყო. ამის შესახებ მონაცემები პროკურატურას ყოველწლიურ ანგარიშში აქვს ასახული.
ქურდობისთვის (მუხლი 177) სისხლისსამართლებრივი დევნა 3 960 პირის წინააღმდეგ დაიწყო, ოჯახში ძალადობისთვის (მუხლი 126 პრიმა) 2 699-ის წინააღმდეგ, ნარკოდანაშაულისთვის (მუხლი 260) კი 2 600 პირის წინააღმდეგ. სულ ჯამში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 114 პირის წინააღმდეგ დაიწყო.
დაწერეთ კომენტარი