Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინაქცია დაიწყო


ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინაქცია დაიწყო. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ვერშეკრების მიზეზი პანდემიაა.

პირდაპირ ეთერში უკვე ჩაერთო ლგბტ თემის წარმომადგენელი, ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, თუ ადამიანები არ იბრძოლებენ ავტორიტარული მმართველობის წინააღმდეგ, შეუძლებელი გახდება ცხოვრება.

"17 მაისი ტრანსფობიასთან და ჰომოფობიის დღის ნაცვლად სიძულვილის ენის დღედ გადაგვექცა... მე მინდა შევასხსენო ხალახს, ჩვენ ერთად უნდა გადავრჩეთ", - თქვა მან.

ონლაინაქციას შეურთდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც. მან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

"იმის მიუხედავდ, რომ 9 წელია გასულია, ვერ ვიტყოდი, რომ ფაქტობრივად რამე შეიცვალა. დღეს ამ აქციის გამართვა ისევ შეზღუდულია, ადგილის არჩევის საშუალებაც არ აქვთ - შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე ხშირად დარღვევადი უფლება და რაც ზედაპირზე ჩანს", - თქვა მან.

საქართველოში ლგბტ+ თემის უფლებადამცველებს წლების განმავლობაში 17 მაისს არ ეძლევათ საშუალება საჯარო სივრცეში აქციის გამართვის. წელს თბილისის მერიამ თბილისი პრაიდის თხოვნა არ შეასრულა და თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებად არ გაანათა. რომ 17-18 მაისს ანძის განათებასთან დაკავშირებით მათთან რამდენიმე წერილი შევიდა, მათ შორის ერთი მეგობარი ქვეყნის - თურქმენეთის (ამ დღეს თურქმენეთში კონსტიტუციის დღე აღინიშნება). უწყება განმარტავს, რომ ერთ დღეს ანძა თურქმენეთის დროშის ფერებში განათდება, სხვა დღეებში კი - თეთრად.

"ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება. ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG