Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი: ოპოზიციას სჭირდებოდა ეს ორი ადამიანი ყოფილიყო ციხეში, ირბენდნენ უცხოეთში


საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ, სინამდვილეში სხვა რამ სურდათ - მათი ციხეში დატოვება. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"[გარეთ გამოშვება] არ სჭირდებოდათ იმიტომ, რომ ხედავდნენ არჩევნებში წააგებდნენ. მათ სჭირდებოდათ, რომ ეს ორი ადამიანი ყოფილი ციხეში, რომ ეს ყოფილიყო მათთვის მუდმივი თემა, რომელზეც ილაპარაკებდნენ, რომელითაც ეცდებოდნენ დესტაბილიზაციას, რომლითაც ირბენდნენ უცხოეთში ჩვენს მეგობრებთან", - თქვა სუბარმა.

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ციხე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გუშინ, 15 მაისს დატოვეს. როგორც ოპოზიცია აცხადებდა, მათი გათავისუფლება 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო, რომელსაც ხელისუფლება არ ასრულებდა.

უგულავას უზენაესმა სასამართლომ ე.წ. თბილისერვისის საქმეზე 3 წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიუსაჯა. უგულავა ამ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მანამდეც იჯდა, თუმცა სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა. ოქრიაშვილს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა 20 ივნისის საქმეზე ძალადობის მუხლით მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG