Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინც დედაეკლესიას ღვთისა და მოყვასის სიყვარულით არ ემსახურება არის ხორცმეტი - მეუფე პეტრე


„გუშინდელი სინოდის სხდომა ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მე მოვითხოვე დეკანოზ გიორგი მამალაძის, უდანაშაულო პატიმრის და ზოგადად ციანიდის საქმის შესახებ მსჯელობის დაწყება, ვინაიდან სინოდის წინაზე სხდომის განჩინება არსებობდა, რომლის თანახმადაც, მას შემდეგ რაც დასრულდებოდა სასამართლო ინსტანციებში ამ საქმის განხილვა სინოდი აუცილებლად შეეცდებოდა შეექმნა კომისია ამ საქმისთვის“,- განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ჩართვისას, სადაც 27 დეკემბრის სინოდის სხდომის თაობაზე ისაუბრა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას განცხადებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ვალდებულია თავისი სამოციქული მისია შეასრულოს და ამხილოს ურჯულოება.

„ჩემში არსებული ბზარი, რომელიც არსებობდა და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისათვის“

მიტროპოლიტის განცხადებით, მღვდელმთავარი უნდა იყოს გაიგივებული სინონიმთან რომ „მზად არის სული მისი დასდოს ცხვართათვის“.

„ვმოქმედებ აბსოლუტურად ცივი გონებით ღმერთისა, სამშობლოსა, ჩემი დედა ეკლესიის და მოყვასის სიყვარულის ცნებებით, რომელიც არის ჩემი უპირველესი მოვალეობა, ამიტომ პასუხისმგებელი ვარ ჩემს განცხადებაზე, მე არავის არ ვუპირისპირდები მე ვუპირისპირდები უსამართლობას, მე ვუპირისპირდები ფარისევლობას და მე ვუპირისპირდები სირაქლემას პოზიციაში ყოფნას, უპრინციპობას და მოყვასის სიყვარულის ცნების არშესრულებას“

მეუფე პეტრეს თქმით, უღირსთაგან უნდა გათავისუფლდეს დედაეკლესია, უღირსებში კი ის გულისხმობს, როგორც თავად განმარტა, პავლე მოციქულის სწავლების განმარტებებს.

„ნემისმიერ ადამიანს, რომელიც დედაეკლესიას არა "მწყემსი კეთილის" და ზოგადად არა ქრისტიანული, ღვთისა, სამშობლოს და მოყვასის სიყვარულის ცნებებით არ ემსახურება არის ხორცმეტი და მავნებელი როგორც ეკლესიისთვის ისე სრულიად საქართველოსთვის“.

XS
SM
MD
LG