Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადასტურდა, რომ კონგოს რესპუბლიკაში ოპოზიციური დაჯგუფების ტყვეობაშია საქართველოს ერთი მოქალაქე


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონგოს რესპუბლიკაში, ადგილობრივ მეამბოხეთა მიერ ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად დაჭრილებსა და დატყვევებულებს შორისაა საქართველოს ორი მოქალაქეც. იანვრის ბოლოს მომხდარი ინცინდენტის დეტალები კონგოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ 22 თებერვალს დაადასტურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი მოქალაქე ამჟამად სამშვიდობოზეა და მკურნალობას გადის კონგოს ქალაქ გომაში. კონგოში დატყვევებული საქართველოს მოქალაქე სამხედრო მფრინავი, სოსო ოსურაულია. სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ სოსო ოსურაულმა შეიარაღებული ძალების შემადგენლობა დაახლოებით 10 წლის წინ დატოვა, 2014 წელს სამსახურს დაუბრუნდა, თუმცა, 2015 წლის მარტში, კონგოდან კარგი შეთავაზების მიზეზით, კვლავ დაწერა განცხადება დათხოვნის შესახებ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ სოსო ოსურაულის გასათავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG