პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ოთხმა წევრმა - ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ. ინფორმაცია, რომელიც თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა, ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქის“ მეშვეობით დაადასტურა. ოთხეულის პარტიიდან გასვლა "უპასუხისმგებლო", "არასერიოზულ" და "ინფანტილურ" გადაწყვეტილებად შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა, გიგა ბოკერიამ. გადაწყვეტილებას "უპასუხისმგებლო" და "არაადეკვატური" უწოდა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გაბაშვილმა. ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქით“ წერს - „მიზეზები, რომელთა გამოც გადავდგით ეს ნაბიჯი გაცილებით სერიოზული მსჯელობის საგანია, ვიდრე ჩვენთან მიმართებაში სრულიად უადგილო განცხადებები ‘უპასუხისმგებლობასა’ და ‘წნეხის ვერ გაძლებასთან’ დაკავშირებით“. ჯაფარიძე დასძენს, რომ მიზეზებს საზოგადოება ოთხშაბათს შეიტყობს.
ყველაზე პოპულარული
1