როგორც წინა გადაცემებშიც არაერთხელ აღგვინიშნავს, გენდერული თანასწორობის კონცეფცია ნიშნავს მამაკაცებისა და ქალების თანაბარ უფლებებს, მოვალეობებსა და შესაძლებლობებს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ძირითად სფეროში. ამგვარი თანასწორობის მიზანი კი არის მამაკაცთა და ქალთა შორის ძალაუფლებისა და გავლენის თანაბარი განაწილება, რაც მიჩნეულია საზოგადოების ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთ საფუძვლად. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? ვიდრე ამ შეკითხვაზე ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, ია მერკვილაძე გიპასუხებდეთ, აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, დამტკიცებულია პროექტი სახელწოდებით: “საქართველოს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა გეგმა 2001-2004 წლებში”.
იხ. აუდიო ვერსია
იხ. აუდიო ვერსია